თუ ჩვენ ამ მთავრობას არ მოვაშორებთ, საქართველო დაღუპულია - სააკაშვილი

პუბლიკა

„თავს ნუ მოვიტყუებთ, თუ ჩვენ ამ მთავრობას არ ჩამოვაგდებთ, სამუდამოდ ეს თაობა დარჩება სასირცხვილოდ უკრაინის ისტორიაში“,- ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას.

„თავს ნუ მოვიტყუებთ, ჩვენ ახლა ვიძახით – ჩვენ ხალხი სხვა ვართ, მთავრობა სხვაა, არ გამოხატავს ხალხის ინტერესებს, როცა უკრაინელები გვეუბნებიან – ხალხო, რამ გამოგაშტერათ? თქვენთვისაც ხომ ვიბრძვით, რატომ გვლანძღავთ? ნუ გვლანძღავთ მაინც. თავს ნუ მოვიტყუებთ, თუ ჩვენ ამ მთავრობას არ ჩამოვაგდებთ, სამუდამოდ ეს თაობა დარჩება სასირცხვილოდ უკრაინის ისტორიაში. თუ ჩვენ ამ მთავრობას არ მოვაშორებთ, თუ ჩვენ არ მოვახერხებთ ხალხის მობილიზაციას, თუ ჩვენ არ გამოვალთ ყველანი ქუჩებში, თუ ჩვენ მშვიდობიანად არ გავაკეთებთ საქართველოში სიტუაციის შეცვლას, თუ ჩვენ არ მოვახერხებთ საქართველოში ამათ ჩამოშორებას ხელისუფლებისგან, საქართველო დაღუპულია, საქართველოს ერთადერთი გადარჩენა არის მობილიზაციაში, საქართველოს გამოფხიზლებაში, ერთად დგომაში.

დავამთავროთ პარლამენტარობანას თამაში – ჩვენ ამ მთავრობას ვაიძულებთ, ჩვენ ამ მთავრობას გავაკეთებინებთ. რას გააკეთებინებთ? ვის გააკეთებინებთ? მოღალატეები არიან რუსების პირდაპირი დასმული არიან, მხოლოდ ამ მთავრობის ჩამოგდებით, მხოლოდ მასობრივი აქციებით“, – განაცხადა სააკაშვილმა.