უზარმაზარი სამინისტროა, რომელიც საჭიროებს მაღალკვალიფიციურ მენეჯერს, მმართველსა და გონიერ კაცს - ღარიბაშვილი აზარაშვილზე

პუბლიკა

„რაც შეეხება ზურა აზარაშვილს და ჩემს გადაწყვეტილებას, თუ რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. მე მინდა ჩვენს მოსახლეობას შევახსენო, რომ ეს სამინისტრო არის უზარმაზარი სამინისტრო – აქ შედის როგორც ჯანდაცვა, ასევე, დევნილთა საკითხები, დასაქმება, სოციალური პოლიტიკა, უამრავი პენსიონერები, უამრავი სხვა მიმართულება მთელი ეს სოციალური პოლიტიკა რომ ცალკე ავიღოთ – დევნილების საკითხები, ჯანდაცვა, რომელიც საჭიროებს მაღალკვალიფიციურ მენეჯერს, მმართველს და გონიერ კაცს, რომელიც ამ ყველა მიმართულებას სათანადოდ დაალაგებს, მოაწესრიგებს და მოიყვანს წესრიგში“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა ჯანდაცვის ახალ მინისტრზე საუბრისას.

პრემიერმა ჯანდაცვის მინისტრად თავდაცვის მინისტრის მოქმედი მოადგილე, ზურაბ აზარაშვილი დღეს დილით წარადგინა.

„ზურა აზარაშვილი რატომ შევარჩიე – იმიტომ, რომ იგი არის – 1 – ძალიან წესიერი, მაღალკვალიფიციური, მაღალი დონის მენეჯერი, მაღალი დონის ფინანსისტი, ბიზნესის მაგისტრი და მე თავად მაქვს გამოცდილება და მყავს იგი ნანახი ბევრ სიტუაციაში, როცა მე ვიყავი თავდაცვის მინისტრი… ძალიან ბევრი წარმატებული პროექტი ერთად განვახორციელეთ. მე მასში დავინახე ის უნარები, ის გონიერებაც, კეთილსინდისიერება, საქმისადმი ერთგულება-დამოკიდებულება, მისი უნარი, რომ ძალიან სიღრმეში ჩავიდეს და მიიღოს გადაწყვეტილებები გონივრული და მთავრი, კიდევ ერთი მოტივაცია არის ის, რომ დღეს ეს სამინისტრო მართავს თითქმის ბიუჯეტის მესამედს – 6 მლრდს“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ეკატერინე ტიკარაძეს მადლობაც გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის „თავისი გადაწყვეტილებით გადადგა“.