უზენაესი სასამართლო 69.9 ათას ლარად 52 სამეთვალყურეო კამერას ყიდულობს 

პუბლიკა

უზენაესი სასამართლო 52 სამეთვალყურეო კამერას ყიდულობს. მათგან 2-ის შემთხვევაში ნათქვამია, რომ უნდა ჰქონდეს მიკროფონი.

შესყიდვების სააგენტოს საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სასამართლო ასევე ყიდულობს როუტერებს, კამერების სამაგრებს და სხვა მოწყობილობებს.

შესყიდვის ფასი  69.9 ათასი ლარია.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად:

გამარჯვებულმა კომპანიამ, მოწოდების ვადის შემდეგ უნდა განახორციელოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს შენობაში განთავსებული ძველი სამეთვალყურეო კამერების დემონტაჟი, ახალი კამერებისა და მასთან დაკავშირებული ყველა მაკომპლექტებლის მონტაჟი და გამართვა, სასერვერო ოთახში, მანდატურის უფროსის ოთახში და სასამართლოს მუზეუმში განთავსებული ძველი დივიარის დემონტაჟი და ახალი ენვეერის მონტაჟი თავისი ყველა სათადარიგო აქსესუარით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შიდა ქსელის ტოპოლოგიასთან მიგრაცია და კონფიგურირება.

აპარატურის მოწოდების ვადაა არაუმეტეს 60 დღისა.

აპარატურის დემონტაჟის და ახალი აპარატურის მონტაჟის ვადაა არაუმეტეს 20 კალენდარული დღისა.

მოწოდებული საქონელი უნდა იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არ მყოფი, ქარხნული შეფუთვით.

წინადადების მიღება 26 თებერვალს იწყება და 28 თებერვალს სრულდება.