უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირებისთვის 3-4 მოსამართლის დანიშვნა საკმარისია - ომბუდსმენის მოადგილე

პუბლიკა

„უზენაეს სასამართლოს რომ ფუნქციონირების საშუალება ჰქონდეს, აუცილებელია, ერთი, ორი ან რამდენიმე მოსამართლის დანიშვნა”, – ამის შესახებ სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა.

„სახალხო დამცველმა მოწოდება გააკეთა, რომ მოხდეს მინიმალური რაოდენობის მოსამართლის დანიშვნა. არსებობს უამრავი კითხვის ნიშანი პროცესთან, გამჭვირვალობასთან, მათი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით. უმჯობესია ეს პროცესი წარიმართოს მაქსიმალურად გამჭვირვალედ. მინიმალური რაოდენობა შესაძლოა იყოს 3-4, რომ სასამართლოს ფუნქციონირებას არ შეეშალოს ხელი“, – განაცხადა ბურჯანაძემ.


იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტში წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატი შეარჩია.

ესენი არიან: თამარ ალანია, მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, მაია ვაჩაძე, თამარ ზამბახიძე, გიორგი მიქაუტაძე, ნუგზარ სხირტლაძე, ლალი ფაფიაშვილი და ნინო ქადაგიძე, მირანდა ერემაძე, მამუკა ვასაძე, შალვა თადუმაძე, ზაზა თავაძე, ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე, პაატა სილაგაძე, ლაშა ქოჩიაშვილი, ქეთევან ცინცაძე, ალექსანდრე წულაძე და გოჩა ჯეირანაშვილი. მათგან ზაზა თავაძემ უარი განაცხადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად მიმდინარე კონკურსში მონაწილეობაზე.

არასამთავრობო ორაგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან მოსამართლეთა ეს სია უარყოფით შეფასებას იწვევს. მათი თქმით, პრეტენდენტთა მნიშვნელოვანი ნაწილი ღიად უჭერს მხარს სასამართლოში არსებულ კლანს, ერიდება განსხავებული აზრის დაფიქსირებას, რაც მათ შინაგან თავისუფლებაზე, ღირებულებებზე და მორალურ სიმტკიცეზე დადებითად არ მეტყველებს.

LB loan image desktop LB loan image mobile