პარლამენტის შენობასთან მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ ორგანიზებული საპროტესო აქცია დაიწყო. აქციის მონაწილეები ვადამდელ პროპორციულ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ.
„რადგან მხოლოდ ვადამდელ პროპორციულ არჩევნებს შეუძლია განმუხტოს ის კრიზისი, რომელშიც ახლა ვართ“, – აცხადებს „სირცხვილიას“ აქტივისტი შოთა დიღმელაშცილი.
აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, რომელიც 45-ე დღეა შიმშილობს, მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას.
დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ დააანონსა, რომ ხვალ, 15 ნოემბერს საპროტესტო აქციები ქალაქის სხვადასხვა წერტილში გაიმართება და 15:00 საათიდან 17:00 საათამდე თბილისის ორივე სანაპიროზე საავტომობილო გზები გადაიკეტება.