„ვადას 3 საათამდე ვაძლევთ“ - აქციის მონაწილეები პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვენ

პუბლიკა

პრეზიდენტის სასახლესთან, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას ითხოვენ. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, პრეზიდენტს შეხვედრაზე პასუხისთვის დროს 3 საათამდე აძლევენ.

აქციის დასაწყისში, ნანუკა ჟორჟოლიანმა სიტყვით მიმართა აქციის მონაწილეებს და აღნიშნა, რომ იმედი აქვს პრეზიდენტი დასთანხმდება აქციის მონაწილეებთან შეხვედრას. ნანუკა ჟორჟოლიანმა აქციაზე მიხეილ სააკაშვილის წერილი წაიკითხა, სადაც ის აქციის მონაწილეებს მადლობა უხდის მხარდაჭერისთვის.