ვაჟა გაფრინდაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს – Amnesty International

პუბლიკა

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ცხინვალში დაპატიმრებას ეხმაურება:

„აუცილებელია, ცხინვალის რეგიონში განვითარებული მოვლენები, რაც შეიძლება, მეტმა საერთაშორისო ორგანიზაციამ შეაფასოს. ვაჟა გაფრინდაშვილის მიერ გამყოფი ხაზის გადაკვეთის მოტივაცია შედარებით ნაკლებმნიშვნელოვანია. მთავარია, რომ მისი პატიმრობა საერთაშორისო სამართლით უკანონოა და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ამასთან, ახალგორის გამშვები პუნქტის დაკეტვა და იქ მიმოსვლის თავისუფლების სრული აკრძალვა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა, რაც საბოლოო ჯამში რუსუთის ფედერაციის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა.“

ცნობილი ქართველი ექიმი და ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერის შემდეგ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაშია.

გავრცელებული ინფორმაციით, გაფრინდაშვილის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან მისვლის მიზანიც ახალგორში მცხოვრები პირისთვის სათანადო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა იყო. კერძოდ, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი ერთ-ერთ ვერსიად განიხილავს, რომ ქართველი ექიმი ოკუპირებულ ახალგორში ღრმა ჭაში ჩავარდნილი ადგილობრივი მცხოვრების დასახმარებლად გაემართა, რომელსაც თბილისში გადმოყვანასა და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მიღებაზე უარი უთხრეს.

საოკუპაციო ძალების ტყვეობაში მყოფ ქართველ ექიმს ორთვიანი პატიმრობა 15 ნოემბერს შეუფარდეს.

LB loan image desktop LB loan image mobile