ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება რამდენიმე დღეში მოხერხდება - ციხელაშვილი

პუბლიკა

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ რამდენიმე არხით მიღებული ინფორმაციით, მისი გათავისუფლება რამდენიმე დღეში მოხერხდება. ქეთევან ციხელაშვილის კომენტარს „პირველი არხი“ ავრცელებს.

„რამდენიმე არხით მიღებული ინფორმაციით, მისი განთავისუფლება მოხერხდება რამდენიმე დღეში, უახლოეს დღეებში და ახლა ძალისხმევა იქითკენ არის მიმართული, რომ რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ვაჟა ექიმი თავის ოჯახს და მის პროფესიულ საქმიანობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. წითელ ჯვარს ჰქონდა გარკვეული პრობლემები. წინა შაბათიდან მოყოლებული მაქვს კომუნიკაცია წითელ ჯვართან, პრობლემები, რომელიც მათ ექმნებათ ოპერირებაში, არის მიუღებელი. ამ საკითხზე მე და შესაბამისი უწყებები, საგარეო საქმეთა სამინისტრო ვმუშაობთ, რომ მათ არ ჰქონდეთ მსგავსი პრობლემები. ისინი უნდა მოქმედებდნენ ოპერატიულად და მათ ამის საშუალება უნდა ჰქონდეთ“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

LB loan image desktop LB loan image mobile