ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების სამსახურმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებაზე მორიგი განცხადება გაავრცელა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამსახურის თადარიგის კაპიტანი იყო და როგორც სამხედრო ექიმი 2008 წლის მოვლენებში მონაწილეობდა.
ვაჟა გაფრინდაშვილის შვილის თქმით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ვაჟა გაფრინდაშვილი ღუდუშაურის კლინიკაში მკურნალობდა დაშავებულებს და დე ფაქტო უშიშროების სამსახურის განცხადებაში მოყვანილი ინფორმაცია სიცრუეა.