ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებას სიცრუეს უწოდებს

პუბლიკა

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების სამსახურმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებაზე მორიგი განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამსახურის თადარიგის კაპიტანი იყო და როგორც სამხედრო ექიმი 2008 წლის მოვლენებში მონაწილეობდა.

ვაჟა გაფრინდაშვილის შვილის თქმით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ვაჟა გაფრინდაშვილი ღუდუშაურის კლინიკაში მკურნალობდა დაშავებულებს და დე ფაქტო უშიშროების სამსახურის განცხადებაში მოყვანილი ინფორმაცია სიცრუეა.

LB loan image desktop LB loan image mobile