ონლაინგამოცემა „პუბლიკაში“ ახალი წევრების მისაღებად ვემზადებით. ჟურნალისტების მიერ დაარსებული მედიაგამოცემა ახალი ამბების განყოფილების გაფართოებას გეგმავს, რისთვისაც ვაცხადებთ 2 ვაკანსიას რეპორტიორის პოზიციაზე.
თვალი გადაავლეთ ჩვენი ვაკანსიის აღწერას. კითხვების შემთხვევაში, მოგვმართეთ „პუბლიკის“ ფეისბუქგვერდზე (თუ აქამდე არ დაგილაიქებიათ ჩვენი ფეიჯი, ამის შესაძლებლობაც გექნებათ ?);
ვაკანსია რეპორტიორებისთვის ახალი ამბების განყოფილებისთვის.
მოვალეობები: ვებგვერდ publika.ge-ისთვის ახალი ამბების (ნიუსების) მომზადება.
მოთხოვნები:
– გამოცდილება ახალი ამბების მომზადებაში (სასურველია);
– ქართულ ენაზე გამართულად წერის უნარი;
– მულტიმედია უნარები – ფოტო/ვიდეო გადაღება/მონტაჟი (სასურველია);
– ინგლისური (სავალდებულო) და რუსული (სასურველი) ენების ცოდნა.
ანაზღაურება და სამუშაო გრაფიკი:
ახალი ამბების რეპორტიორისთვის ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის სამუშაო გამოცდილების შესაბამისად (დამატებით ინფორმაციას ანაზღაურების შესახებ შერჩეული კანდიდატები გასაუბრების დროს მიიღებენ);
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი, 10:00 – 19:00 საათი.
მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
– კანდიდატის რეზიუმე (CV);
– სამოტივაციო წერილი (არა უმეტეს 150 სიტყვისა).
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 31 იანვარი, 19:00 საათი;
განაცხადები უნდა გამოგზავნოთ ელ.მისამართზე: info@publika.ge
განაცხადის ელექტრონული ფოსტით გაგზავნისას სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება – რეპორტიორი!