ვაკანსია „პუბლიკაში" ახალი ამბების რეპორტიორის პოზიციაზე

პუბლიკა

ონლაინგამოცემა „პუბლიკაში“ ახალი წევრების მისაღებად ვემზადებით. ჟურნალისტების მიერ დაარსებული მედიაგამოცემა ახალი ამბების განყოფილების გაფართოებას გეგმავს, რისთვისაც ვაცხადებთ 2 ვაკანსიას რეპორტიორის პოზიციაზე.

თვალი გადაავლეთ ჩვენი ვაკანსიის აღწერას. კითხვების შემთხვევაში, მოგვმართეთ „პუბლიკის“ ფეისბუქგვერდზე (თუ აქამდე არ დაგილაიქებიათ ჩვენი ფეიჯი, ამის შესაძლებლობაც გექნებათ 😊);

 

ვაკანსია რეპორტიორებისთვის ახალი ამბების განყოფილებისთვის.

მოვალეობები: ვებგვერდ  publika.ge-ისთვის ახალი ამბების (ნიუსების) მომზადება.

მოთხოვნები:

– გამოცდილება ახალი ამბების მომზადებაში (სასურველია);

– ქართულ ენაზე გამართულად წერის უნარი;

– მულტიმედია უნარები – ფოტო/ვიდეო გადაღება/მონტაჟი (სასურველია);

– ინგლისური (სავალდებულო) და რუსული (სასურველი) ენების ცოდნა.

 

ანაზღაურება და სამუშაო გრაფიკი:

ახალი ამბების რეპორტიორისთვის ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის სამუშაო გამოცდილების შესაბამისად (დამატებით ინფორმაციას ანაზღაურების შესახებ შერჩეული კანდიდატები გასაუბრების დროს მიიღებენ);

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი, 10:00 – 19:00 საათი.

 

მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

– კანდიდატის რეზიუმე (CV);

– სამოტივაციო წერილი (არა უმეტეს 150 სიტყვისა).

 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 31 იანვარი, 19:00 საათი;

განაცხადები უნდა გამოგზავნოთ ელ.მისამართზე: info@publika.ge

განაცხადის ელექტრონული ფოსტით გაგზავნისას სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელებარეპორტიორი!