ვაკეში კაცი დაჭრეს

პუბლიკა

თბილისში, ვაკეში კაცი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 117-ე მუხლებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შსს-ს ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.