ვახტანგ გომელაურს აღარ მოუსმენენ, დღევანდელი რიგგარეშე სხდომა დაიხურა

პუბლიკა

დღევანდელი რიგგარეშე პლენარული სხდომა დაიხურა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა დღეს აღარ გაიმართება. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. მისი თქმით, ასეთ სიტუაციაში სხდომა ვეღარ გაგრძელდება.

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ თუ ბანერებს არ ჩამხსნიდნენ სხდომა არ გაგრძელდებოდა. ჟურნალისტებმა პლენარულ სხდომაზე პროტესტის ნიშნად ბანერები გადმოფინეს წარწერით – „აიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა“ და სწორედ ამ მოწოდებით დახვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში. სწორედ ამ ბანერების ჩამოხსნას მოითხოვდნენ უმრავლესობის დეპუტატები.

დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ. ტრიბუნასთან გასულ მინისტრს, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა დეპუტატებმა სიტყვა შეაწყვეტინეს. დეპუტატები ტრიბუნის წინ გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ფოტოებით დადგნენ.

მინისტრმა თავისი გამოსვლა სამძიმრით დაიწყო გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახის მიმართ. სწორედ ამის შემდეგ გავიდნენ დეპუტატები ტრიბუნასთან. ისინი ამბობენ, რომ მთავრობა უნდა გადადგეს და დაისაჯოს დამნაშავეები, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრი.