ვაკის პარკის საქმეზე მერიის მაღალჩინოსანს პატიმრობა შეეფარდა

პუბლიკა

ვაკის პარკში მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს გიგა გიგაშვილს და ექსპერტ-სპეციალისტს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ვაკის პარკში მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ რამდენიმე პირს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტზე, ,,ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტს ბრალდება წარუდგინა. ასევე აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება წარედგინა სამ იურიდიულ პირს -“გრინსერვის +”-ს, “ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინს“ და ,,მშენექსპერტს“.