ვამუშავებთ სისტემას, თუ როგორ დაიცავენ ხმებს უბნებზე პარტიების წარმომადგენლები - დავითაია

პუბლიკა

დღეს ოპოზიციის გაერთიანებული შტაბის მეორე შეხვედრა „ევროპული საქართველოს“ ოფისში გაიმართა. შეხვედრაზე საარჩევნო ხმების დაცვის მექანიზმები განიხილეს.

„ვაპირებთ ინფორმაციის მიმოცვლას, ამ ორი თვის განმავლობაში, როდესაც საარჩევნო კამპანია იქნება, ჩვენ ვაპირებთ ასევე ერთობლივი საჩივრების შეტანას, თუ ასეთი აუცილებლობა იქნება აქ და ყველა პარტია მოაწერს ხელს ამას და თუ ეს სასამართლოში გადავა, ჩვენს ინტერესებს ერთობლივად დავიცავთ“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ლევან თარხნიშვილმა.

„ევროპელი დემოკრატების“ ლიდერის, პაატა დავითაიას თქმით, არჩევნების პერიოდში შტაბს ექნება საერთო ოფისი, სადაც იმოქმედებს ცხელი ხაზი, მისივე თქმით, მუშავდება სისტემა, თუ როგორ დაიცავენ პარტიების წარმომადგენლები ხმებს უბნებზე.