ვანო მერაბიშვილის პირველი ინტერვიუ დღეს „მთავარ არხზე" გავა

პუბლიკა

„მთავარი არხის” ინფორმაციით, ყოფილ პრემიერ ვანო მერაბიშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ მათ არხზე დღეს 22 საათზე პირდაპირ ეთერში გავა.


7-წლიანი პატიმრობის შემდეგ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დღეს დატოვა.

„მე გაძლევთ გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება“, – განაცხადა მან ციხის დატოვების შემდეგ.


ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს. ის სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდიდა: მათ შორისაა: 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმე.

სასჯელის შთანთქმის პრინციპით, მერაბიშვილს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

ამჟამად სასამართლოში მერაბიშვილის წინააღმდეგ 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმის განხილვა მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე მერაბიშვილს უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან.