ვაპირებთ, დამკვირვებლად მივავლინოთ ჩვენი პოლიტიკური ფიგურები - ბოკერია

პუბლიკა

„ევროპული საქართველო“ არჩევნების მეორე ტურში უბნებზე დამკვირვებლებად პარტიის წევრი პოლიტიკოსების მივლენას გეგმავს. გიგა ბოკერიას განცხადებით, იგივე უნდა გააკეთონ სხვა პარტიებმაც, რადგან ეს კომისიის წევრებსა და ამომრჩეველზე ზეწოლას შეამცირებს.

„კომისიებში პრობლემა სერიოზულია. ის მანიპულაციები, რომლებიც უკვე გამოვლენილი იქნა კომისიებში დათვლისას ან შეჯამებისას, შეიძლება, II ტურში, თუ უფრო მაღალი იქნება აქტივობა, აღმოჩნდეს გადამწყვეტი.

ვაპირებთ, დამკვირვებლად მივავლინოთ ჩვენი პოლიტიკური ფიგურები, ისინი, ვინც სიაში იყვნენ, მეორე ტურში აღარ არიან და უფლება აქვთ დაკვირვების, რომ გავურთულოთ კომისიის რიგით წევრებსა და ჩვეულებრივ მოქალაქეებზე ზეწოლის…

იგივე უნდა გააკეთონ სხვა პარტიებმა, პოლიტიკური ფიგურების მისვლა იქნება ფაქტორი, რომელიც რისკებს შეამცირებს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.