ვაქცინაცია არ განიხილება, როგორც ჩიპიზაცია. ეს მედიცინის საკითხია - მიტროპოლიტი ანტონი

პუბლიკა

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტ ანტონის განცხადებით, სინოდის სხდომაზე განიხილეს ვაქცინაციის საკითხი.

„აქ ჩვენ გვინდა, ადამიანებს მოვუხსნათ ის შეხედულება – ვაქცინაცია არ განიხილება, როგორც ჩიპიზაცია და როგორც ასეთი ეს სუფთა ბიოლოგიური საკითხია და მედიცინის საკითხია. დღეს იქნება და კომისია იტყვის, რომ ყველა საღი აზრი ხომ… არ დაბრკოლდებიან ის ადამიანები. ჩვენ კი არა, თვითონ გაეროს აქვს მიღებული ასეთი რამ, რომ ვინც გაიკეთებს და არ გაიკეთებს, მათ შორის რამე განსხვავებები არ იყვეს. ისევე ჩვენი მხრიდან არანაირი განსხვავებები არ იქნება, ვინც გაიკეთებს და ვინც არა“, –  განაცხადა მიტროპოლიტმა.

მიტროპოლიტ ანტონის ინფორმაციით, ვაქცინაციის გარდა, სინოდის სხდომაზე აბბა ალავერდელმა მიტროპლიტმა დავითმა წარმოადგინა არგუმენტული მოხსენება დავით-გარეჯზე; ასევე განიხილეს სასულიერო პირების გამოსვლები.