ვაქცინაციის ხელმისაწვდომობისთვის ქრონიკული დაავადების მქონე პირების სიები შედგება – ტიკარაძე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციის დღევანდელ საბჭოზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მეტად შეუწყონ ხელი ქრონიკული დაავადებების მქონე პირების ვაქცინაზე ხელმისაწვდომობას. ამ მიზნით სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, პარტნიორ დაწესებულებებთან ერთად, დამატებით იმუშავებენ მომდევნო კვირის განმავლობაში და არსებული ბაზებიდან შედგება შესაბამისი სიები.

„მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ (გამომდინარე დიდი მოთხოვნიდან) ჩვენი მოქალაქეების მხრიდან, ეს არის ქრონიკული დაავადებების მქონე პირების უფრო მეტად ინტენსიური ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა. ამისათვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ჩვენს პარტნიორ დაწესებულებებთან ერთად, ვინც ჩართულია ვაქცინაციის პროცესში, დამატებით იმუშავებს შემდეგი კვირის განმავლობაში. ჩვენ შევადგენთ სიებს იმ არსებული ბაზებიდან, რომელიც ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გვაქვს. მრავალი წლის გამოცდილების მიხედვით„, ეს სიები განთავსდება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პორტალზე , რითაც პროგრამა შეძლებს ყველა იმ ადამიანის იდენტიფიცირებას, ვისაც აქვს მაღალი რისკი და, შესაბამისად, ეს ადამიანები შეძლებენ დარეგისტრირებას“, – განაცხადა მინისტრმა.