ვაქცინაციის პროცესში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობაც ჩაერთვება

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობაც ჩაერთვება.

„მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მათთვის გაიხსნება ფანჯრები, სადაც ისინი შეძლებენ ვაქცინაციის მიღებას, მათთვის რეგისტრაციის მოდული არ იქნება სავალდებულო, ვინაიდან მივიჩნევთ, რომ მაქსიმალურად გამარტივებული უნდა იყოს ყველა ის პროცედურა, რომელსაც ეს ადამიანები გაივლიან.

სქემა, რომელზეც ჩვენ შევთანხმდით, იქნება იგივე, რაც საქართველოს მოქალაქეებისთვის გვაქვს საქართველოს ტერიტორიაზე – ყველა ექიმი და ის რისკ-ჯგუფი, რომელიც განსაზღვრულია კოვიდ-ვაქცინაციის საბჭოს მხრიდან.  მათი ვაქცინაციაც წარიმართება იმავე სქემით“, – განაცხადა მინისტრმა.