ვაქცინირებული პირისთვის კონტაქტის შემთხვევაში ვაქცინაციიდან 3 თვე კარანტინი საჭირო აღარ არის – გაბუნია

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საერთაშორისო რეკომენდაციებზე დაყრდნობით, შესაძლებელი ხდება იზოლაცია-კარანტინის დაწესებული ვადების შემცირება. მისი განმარტებით, ცვლილებები ძალაში ორშაბათიდან შევა.

კერძოდ, ასიმპტომური, მსუბუქი შემთხვევებისთვის იზოლაცია-კარანტინის ვადა იქნება 8 დღე. იზოლაცია სრულდება სიმპტომების ალაგებიდან, სულ მცირე, 24 საათის შემდეგ. იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღის განმავლობაში მკაცრად რეკომენდებულია ნიღბის ტარება.

საშუალო და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის იზოლაცია-კარანტინის ვადა არის მინიმუმ 10 დღე და უნდა შეინიშნებოდეს სიმპტომების მკვეთრი გაუმჯობესების დინამიკა.  იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღე აუცილებელია ნიღბის მკაცრად გამოყენება.

რაც შეეხება კონტაქტებს, გაბუნიას განცხადებით, კონტაქტების შემთხვევაშიც მცირდება და მსუბუქდება ვადები.

„თუ ეს არის კონტაქტი, რომელიც არის ვაქცინირებული, მათ შორის ბუსტერ ვაქცინაციის მქონე პირები და პირები, რომლებსაც ჩატარებული აქვთ მხოლოდ პირველი ორი დოზა, ამ დოზების მიღებიდან 2 კვირა-90 დღის ვადაში, კარანტინის ვადა ეხსენებათ. ანუ არ არის საჭირო მათთვის კარანტინი და ასევე, პირებს კოვიდინფექციის გადატანიდან 60 დღის მანძილზე ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაციის პირობებში კონტაქტიდან 10 დღის შემდეგ შეუძლიათ კარანტინში აღარ იყვნენ.

რაც შეეხება არავაქცინირებულ პირებს, მაინც რჩება რეკომენდაცია, კონტაქტის შემდეგ 8 დღის განმავლობაში უნდა დარჩნენ კარანტინში და და 9-12 დღის პერიოდში უნდა გამოიყენონ პირბადე“, – განმარტავს თამარ გაბუნია.

LB loan image desktop LB loan image mobile