ვარშავის პოლიციის ცნობით, ვარშავაში საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, დაკავებულია საქართველოს სამი მოქალაქე

პუბლიკა

ვარშავის პოლიციის ცნობით, ვარშავაში, კონსტიტუციის მოედანზე მდებარე ერთ-ერთი რესტორნის წინ დაპირისპირების შედეგად საქართველოს სამი მოქალაქე დაშავდა – ერთ-ერთი მათგანი, 31 წლის მამაკაცი კი გულმკერდის არეში მიყენებული ჭრილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

„მომხდართან დაკავშირებით საქართველოს სამი მოქალაქეა დაკავებული. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება“, – ნათქვამია ვარშავის პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლონური გამოცემა Polsat News-ის ინფორმაციით, ჩხუბში 8 ადამიანი მონაწილეობდა.

Photo: City Reporter
Photo: City Reporter
Photo: City Reporter
Photo: City Reporter

8 თებერვალს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, იაცეკ დობჟინსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 2024 წელს პოლონეთში საქართველოს 1895 მოქალაქე დააკავეს, მათგან 136 სასამართლოს გადაწყვეტილებით – დააპატიმრეს. მისი თქმით, გასულ წელს პოლონეთიდან საქართველოს 2589 მოქალაქე გააძევეს, ხოლო 322 პოლონეთის პენიტენციურ დაწესებულებებში იმყოფება.