ვაშაძე იოსელიანზე: იმედი მაქვს ეს ხუმრობა იყო და არა სერიოზული განაცხადი

პუბლიკა

პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ომბუდსმენობის კანდიდატად ლევან იოსელიანის დასახელებას ეხმაურება. ის ამბობს, რომ არ შეიძლება ომბუდსმენის თანამდებობაზე პოლიტიკოსის წარდგენა.

„მხარს დავუჭერთ სახალხო დამცველის თანამდებობაზე სამოქალაქო სექტორის მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს და ვთხოვ ყველა პოლიტიკოსს… რაღაც იგივე სცენარის გამეორებაა, ჯერ იაგო იყო, ახლა ლევანია, მერე კიდე შეიძლება სხვა იყოს… კიდევ ერთხელ ვამბობ, სახალხო დამცველი არ შეიძლება იყოს პოლიტიკოსი, პოლიტიკისგან დაშორებული ადამიანი უნდა იყოს. იმედი მაქვს რომ ეს ხუმრობა იყო და არა სერიოზული განაცხადი, “- ამბობს გიორგი ვაშაძე.

პარტია „მოქალაქეები“ სახალხო დამცველობის კანდიდატად ამავე პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, ლევან იოსელიანს წარადგენს. ამ შესახებ პარლამენტში დღეს გამართულ ბრიფინგზე ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.