ვაშლოვანის ნაკრძალში ხანძარია

პუბლიკა

ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში ხანძარია. როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „პუბლიკას“ განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

ცეცხლის კერა რთულ რელიეფზეა, რის გამოც, სპეციალური ტექნიკით ადგილამდე მისვლა, ჯერჯერობით, ვერ ხერხდება.

ვაშლოვანის ეროვნული ნაკრძალის წარმომადგენელმა „პუბლიკას“ განუცხადა, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, ხანძარი, სავარაუდოდ, მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია. რაც შეეხება მასშტაბს, ზუსტად რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული, უცნობია.