„ვასკას გულწრფელობაში ეჭვი მეპარება, უარი ვთქვი 6-საათიანი „მოამბის“ პროდიუსინგზე“ - კენკიშვილი

პუბლიკა

თამუნა კენკიშვილი, 12-საათიანი და 3-საათიანი „მოამბის“ პროდიუსერი ამბობს, რომ ისიც უარს ამბობს მანაც უარი თქვა, იყოს 6-საათიანი გამოშვების პროდიუსერი. ეს გამოშვება ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს მიჰყავს.

კენკიშვილი ამბობს, რომ ხშირად უმუშავია ჩიქოვანთანაც ერთად და მიზეზი, რის გამოც ახლა უარს ამბობს, ისაა, რომ ეჭვი ეპარება წამყვანის გულწრფელობაში.

„მე ამ ადამიანთან მუშაობის პრაქტიკა მაქვს და მართლა არ მახსენდება, რომ ამ ადამიანს რამეზე გამოეთქვას პრეტენზია იმიტომ, რომ მე ჩემს წამყვანებთან ხშირად მაქვს ხოლმე – მოდი, ეს ხომ არ ვქნათ; მოდი, ის ხომ არ ვქნათ, სამუშაო პროცესია. მე ჩემს წამყვანებთან ხშირად მაქვს ხოლმე ამაზე საუბარი, ესეც ხომ არ მივცეთ, ან ეს ასე ხომ არ მივცეთ, ეს ძალიან ნორმალურია. მე ვასკასთან ასეთი პრაქტიკა არ მქონია. დიახ, მეც 6-საათიანი მოამბის პროდიუსინგზე ვთქვი უარი და ახლა ვიტყვი რატომ, იმიტომ რომ მე ვასკას გულწრფელობაში უბრალოდ ეჭვი მეპარება“, – თქვა მან.

მიზეზად კენკიშვილმა მოჰყვა, რომ 28 ან 29 ნოემბერს ჩიქოვანი „მოწმენდილ ცაზე“, ის რომ წინაპირობა არ ყოფილა, რომ რამის გაშუქებით უკმაყოფილო ყოფილიყო, ეთერიდან გავიდა. მისი თქმით, სანამ სხვა პროდიუსერები გაიგებდნენ, რა მოხდა, სოციალურ ქსელებში დაიწერა, რომ ჩიქოვანმა ეთერი პროტესტის ნიშნად დატოვა.

კენკიშვილის თქმით, მომხდარიდან 2 ან მე-3 დღეს, ჩიქოვანი ეთერში შევიდა და თქვა, რომ ვასილ მაღლაფერიძე არხის პრობლემაა. მან ასევე გაიხსენა მე-5 პრეზიდენტის მიერ ჟურნალისტების დაჯილდოება, სადაც ვასილ ივანოვ-ჩიქოვანსაც გადასცეს სამოქალაქო თავდადებისთვის:

„სალომე ზურაბიშვილმა მიიწვია ჟურნალისტები, მათ შორის დაზარალებული ჟურნალისტები და მათ შორის იყო ვასილ ივანოვ-ჩიქოვანიც და მას მამაცობისთვის გადასცა მედალი, რომელსაც არ ვიცი, 7 საათზე რომ დაიხურავდა ქუდს, იმ პერიოდში, როცა ჩვენ მართლა 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობდით, ის სამსახურში არ ყოფილა. ეს ველზე არ ყოფილა, მას გაზი არ ჩაუყლაპავს და მან მიიღო ჯილდო, ჩემთვის ეს ბევრ რამეზეა მეტყველი“.

ჩიქოვანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე პირდაპირ თქვა, რომ არხზე არის გავლენები, არ ისხმის ხალხის ხმა.

„ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკი ვერ პასუხობს მისი სარედაქციო პოლიტიკით საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებს. ვიმეორებ გავლენა არსებობს, ეს გავლენა არის ვასილ მაღლაფერიძე და ამ პოზიციას არ შევიცვლი“, – თქვა ჩიქოვანმა 30 იანვარს.

ვასილ-ივანოვ ჩიქოვანი ის წამყვანია, რომელიც ეთერიდან ღიად უცხადებს მხარდაჭერას „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს და ითხოვს მის გათავისუფლებას.