ვაზისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

პუბლიკა

თბილისში, ვაზისუბანში ავტოავარიის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი მანქანა გზაზე მოცურდა და ხევში გადავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.