ვაზისუბანში, ერთ-ერთ კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა

პუბლიკა

ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ცოტა ხნის წინ ძლიერი აფეთქება მოხდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. ადგილობრივების ცნობით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანამ ორი დაშავებული გადაიყვანა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია.

აფეთქების გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილობრივები მედიასთან ამბობენ, რომ აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად წყლის გამათბობელი აფეთქდა.