ვდგავარ თქვენს გვერდით, ეს კანონი უნდა გაუქმდეს - პრეზიდენტი აქციის მონაწილეებს

პუბლიკა

საქართველს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველზე შეკრებულ ხალხს მიმართავს.

მოგმართავთ თქვენ, ვინც ამ საღამოს დგახართ რუსთაველზე. როგორც არაერთხელ ვიდექი მე თვითონ. მე ვარ ნიუ-იორკში და ჩემს უკან არის თავისუფლების ქანდაკება. ეს არის სიმბოლო, რისთვისაც ქართველი ხალხი ყოველთვის იბრძოდა, რისთვისაც აქამდე მოვედით.

მე ვარ თქვენს გვერდით, დღეს თქვენ წარმოადგენთ თავისუფალ საქართველოს. იმ საქართველოს რომელიც თავის მომავალს ხედავს ევროპაში. და არავის მისცემს უფლებას რომ წაართვან ეს მომავალი. ეს მომავალი ეკუთვნის ჩვენს შემდეგ თაობებს. ამ მომავალს ამზადებდნენ ჩვენი წინა თაობები და ვამზადებდით ჩვენც.

ამიტომ არავის აქვს უფლება რომ წაგართვან თქვენ თქვენი მომავალი, არავის აქვს უფლება რომ დააგოს მახეები, ეს კანონი არავის სჭირდებოდა, არსაიდან მოდის, თუ არა მოსკოვის კარნახით, ეს კანონი გასაუქმებელია, რა ფორმითაც გინდათ. არანაირად არ არის გასაგზავნი ვენეციის კომისიაში და ვენეციის კომისიამ კარგად იცის, რა ტიპის კანონია ეს.

პირველივე დღიდან მე ვთქვი, რომ ამ კანონს დავადებდი ვეტოს და დავადებ ვეტოს! არ მაინტერესებს მისი მუხლობრივი განხილვა, მისი მსგავსება ძველ ამერიკულ კანონთან, რომელიც კარგად ვიცით, რომ სულ სხვა რამეს ემსახურება. მე მაინტერესებს მხოლოდ საქართველოს მომავალი, მხოლოდ ის კონსტიტუცია, რომლის გარანტი ვარ კონსტიტუციით და ამ კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს ყველა ინსტიტუტი და პირველ რიგში, მე მთავრობა, ხელისუფლება, ვალდებულია, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა მივიყვანოთ ევროკავშირამდე, ევროინტეგრაციის გზა იყოს დაცული. დღეს ვინც ამ კანონს მხარს უჭერს და ვინც ამ კანონს ხმა მისცა, ყველა არღვევს ამ კონსტიტუციას. ყველა გვაშორებs ევროპისგან” – ამბობს პრეზიდენტი.