„არ ვაპირებთ, შევირჩინოთ ბრალდება გაყალბებული არჩევნების შესახებ. ამიტომ შემობრძანდნენ, ჩაერთონ კომისიის მუშაობაში, გამოიძიონ, ნახონ კომისიის მტკიცებულება და „ქართული ოცმების“ სასარგებლოდ 1%-იანი გადახრის შემთხვევაშიც ჩვენ ყველაფერზე მზად ვართ… ვეპატიჟებით, მობრძანდნენ და თავად ჩაერთონ გამოძიებაში“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.
„ვიტოვებ იმედს, რომ იფიქრებენ რაციონალურად, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და საქართველოს პარლამენტში ჩვენ ვიხილავთ ოპოზიციონერ დეპუტატებს. ჩემი აზრით, ეს უნდა მოხდეს საერთო შეთანხმების შემდეგ, ჩვენ ორივე მხრიდან, საბედნიეროდ, ვხედავთ განცხადებებს, რომ მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს.
ჩვენი ამერიკელი კოლეგები, მეგობრები და პარტნიორები გამოეხმაურნენ ამ ამბავს იმავე პათოსში. დღეს, ვფიქრობ, მოლაპარაკებები გაგრძელდება და შეუძლებელია, რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ არ მიიღოს შეთავაზება, რომ თუ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ 1%-იანი გადახრა მაინც იქნება, საგამოძიებო კომისიის ფარგლებში, მაშინ იქნება რიგგარეშე არჩევენბი, მე პირადად დარწმუნებული ვარ ამას ვერავინ შეძლებს და არ ვაპირებთ, შევირჩინოთ ბრალდება გაყალბებული არჩევნების შესახებ. ამიტომ შემობრძანდნენ, ჩაერთონ კომისიის მუშაობაში, გამოიძიონ, ნახონ კომისიის მტკიცებულება და 1%-იანი გადახრის შემთხვევაშიც ჩვენ ყველაფერზე მზად ვართ“, – განუცხადა ჟურნალისტემს მდინარაძემ.
დღეს, 11 დეკემბერს, 12:00-ზე საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დაიწყება. ახალარჩეული პარლამენტი, ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის პირობებში, შენობის შესასვლელთან აღმართული რკინის ბარიერებისა და საპროტესტო აქციის ფონზე შეიკრიბება.
პარლამენტის პირველ სხდომას მხოლოდ ერთი პარტიის, „ქართული ოცნების“ 90 დეპუტატი დაესწრება. სხდომა ტექნიკურ საკითხებს დაეთმობა, მასზე საპარლამენტო თანამდებობებზე დასამტკიცებელ დეპუტატებს უყრიან კენჭს – აირჩევენ სპიკერებს, კომიტეტის თავმჯდომარეებს.