ვერეშუკის თქმით, რუსეთს სურს, უკრაინას კუნძულზე მყოფი მეზღვაურები რუს ტყვეებში გაუცვალოს

პუბლიკა

უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრი, ირინა ვერეშჩუკი იმედოვნებს, რომ უკრაინა მალე დაიბრუნებს კუნძულ ზმეინაზე მყოფ იმ მეზღვაურებს, რომლებიც რუსეთმა ტყვედ აიყვანა. ვერუშჩუკი ამბობს, რომ მზად არიან უკრაინელი მეზღვაურები რუს მეზღვაურ ტყვეებზე გაცვალონ.

„სხვათა შორის, ჩვენ გადავარჩინეთ 11 რუსი მეზღვაური და მზად ვართ, გავუცვალოთ ჩვენს მეზღვაურებში. რუსი მეზღვაურები შავ ზღვაში იხრჩობოდნენ და გადავარჩინეთ. რუსეთმა გამოთქვა გაცვლის სურვილი.“ – განაცხადა ვერუშჩუკმა.

მისი თქმით, მას დაურეკა რუსეთის სახალხო დამცველმა და ტყვეების პარიტეტული პრინციპით გაცვლაზე ესაუბრა.

24 თებერვალს რუსეთის სამხედრო ძალებმა ოდესის ოლქში, შავ ზღვაში მდებარე კუნძული ზმეინი აიღეს. მოგვიანებით უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა განაცხადა, რომ განადგურებულია ინფრასტრუქტურა, უკრაინის სამხედროებსა და მესაზღვრეებთან კი კავშირი გაწყდა. საღამოს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კუნძულის მცველები დაიღუპნენ და მათ უკრაინის გმირის წოდება მიენიჭებათ.

25 თებერვალს უკრაინამ კუნძული ზმეინი დაიბრუნა. 28 თებერვალს კი, უკრაინის საზღვაო ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კუნძულ „ზმეინზე“ მყოფი სამხედროები ცოცხლები არიან და რუსებმა დაატყვევეს.