„ვფიცავთ, რომ არასდროს დავირქმევთ რუსეთის ექიმებს" - სამედიცინოს სტუდენტების ფიცი

პუბლიკა

სამედიცინოს სტუდენტებმა დღეს განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ ორშაბათს გაფიცვას შეუერთდებიან. მათ დადეს საჯარო ფიციც და თქვეს, რომ არასდროს ერქმევათ, რუსეთის ექიმები.

„ჩვენ ვდებთ ფიცს – ვფიცავთ, რომ საკუთარი შესაძლებლობებისა და მიხვედრილობის შესაბამისად, უდრეკად დავიცავთ ჩვენი თანამემამულეების ჯანმრთელობას; ვფიცავთ, რომ არაფრის ფასად დავთმობთ წინაპართა სისხლით მოპოვებულ თავისუფლებას; ვფიცავთ, რომ სიცოცხლის ფასად დავიცავთ სამშობლოსა და მის ღირებულებებს; ვფიცავთ, რომ ვატარებთ გულის მძივად ენას, მამულს, სარწმუნოებასა და ერთობას;

ვფიცავთ, რომ ჩვენს თეთრ ხალათს არ გადავათელინებთ რუსულ ჩექმას, ვფიცავთ, რომ არასდროს დავირქმევთ რუსეთის ექიმებს; ვფიცავთ, რომ ჩვენ აუცილებლად შეგიყვანთ თეთრი ხალათებით ევროპაში; ვფიცავთ, ვფიცავთ, ვფიცავთ”, – აღნიშნეს მათ.