„ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვგმობთ, ჩვენი რექტორის მიერ ჩადენილ სამარცხვინო ქმედებას, რექტორთა სამარცხვინო განცხადებაზე ხელმოწერასა და უნივერსიტეტის კარის დახურვას სტუდენტებისთვის“,- ნათქმია სტუდენტური მოძრაობა „მარტიანელების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„მოვითხოვთ, შეიკრიბოს აკადემიური საბჭო, განიხილოს აღნიშნული ქმედება და დაგმოს მერაბ ხალვაშის ერთპიროვნული გადაწყვეტილება, გამოითხოვოს რექტორის ხელმოწერა. სტუდენტების ჯგუფი აუცილებლად უნდა დაესწროს შეხვედრას. მოვითხოვთ გარანტიას, რომ გაფიცულ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, აღადგინონ გაცდენილი ლექციები, სემინარები და გამოცდები. სტუდენტები მუდამ დავიცავთ ჩვენი უნივერსიტეტის სახელსა და ღირსებას“,- აცხადებენ სტუდენტები.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ჯგუფები საერთო სტუდენტურ პროტესტს შეუერთდნენ და ბათუმში რუსული კანონის წინაარმდეგ აქციებს მართავენ.
14 მაისს გავრცელებული განცხადებით, 38 უნივერსიტეტის რექორმა ხელი მოაწერა საერთო განცხადებას, რომელიც სტუდენტებისა და ლექტორების პროტესტის წინააღმდეგაა მიმართული.
დოკუმენტზე ხელმომწერთა სახელმწიფო უნივერსიტეტიც. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიც.