ვგმობთ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ ჩადენილ ძალადობას - თალაკვაძე

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის შესახებ ისაუბრა.

„ვგმობთ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ ძალადობას. ამ ინციდენტზე დროული და ეფექტიანი რეაგირება მკაფიო გზავნილი უნდა იყოს მათთვის, ვინც გამოსავალს ძალადობაში ხედავს“, – განაცხადა მან.

დღეს შსს-მ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, სამი პირი დააკავა.

ვახო სანაიას თქმით, სამივე თავდამსხმელი, სავარაუდოდ, ნასვამი იყო. მათ ვახო სანაია ამოიცნეს, როცა მან ჩამოიწია პირბადე, აგრესიის მიზეზი კი მისი პროფესიული საქმიანობა იყო, რადგან თავდამსხმელები იგინებოდნენ კრიტიკული მედიის წარმომადგენელთა მისამართით.