ვგმობთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ დადგმულ უკანონო რეფერენდუმებს - საგარეო

პუბლიკა

„საქართველო გმობს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ დადგმულ უკანონო რეფერენდუმებს. უკრაინის ტერიტორიების ანექსიის ეს მცდელობები მიუღებელია“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

აქვე ნათქვამია, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხმების ასი პროცენტის დათვლის შედეგად აღმოჩნდა, რომ რუსეთთან შეერთებას დონეცკის ოლქში „ამომრჩევლების“ 99.23%-მა დაუჭირა მხარი, ლუგანსკში – 98.42%-მა, ზაპოროჟიეში – 93.11%-მა, ხერსონში კი – 87.05%-მა.

უკრაინის ოთხ ოლქში – დონეცკში, ლუგანსკში, ზაპოროჟიესა და ხერსონში რუსეთთან შეერთების საკითხზე, ე.წ. „რეფერენდუმები“ 23-27 სექტემბერს ჩატარდა.