„ვიცავთ ჩვენს მომავალს" — ლონდონში უკრაინის შესახებ სამიტი მიმდინარეობს

პუბლიკა

„ვიცავთ ჩვენს მომავალს” — ლონდონში უკრაინის შესახებ სამიტი მიმდინარეობს.

ლონდონში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ასევე იტალიის პრემერი ჯორჯია მელონის, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს, კანადის პრემიერ ჯასტინ ტრუდოს მასპინძლობს, ევროპის სხვა ქვეყნების: დანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, ესპანეთის, ფინეთის, შვედეთის, ჩეხეთის და რუმინეთის ლიდერებთან ერთად. შეხვედრას ესწრება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც.

სამიტზე მიწვეულები არიან NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა.

სამიტის გახსნისას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა: „ჩვენ ყველანი თქვენთან, უკრაინასთან ვართ, რამდენი ხანიც ეს საჭირო იქნება”.

მანვე დასძინა, რომ ახლა ევროპის უსაფრთხოებისთვის არის მომენტი, რომელიც თაობაში ერთხელ დგება”.

სტარმერის განცხადებით, აპირებს, იმუშაოს გეგმაზე უკრაინისთვის, რომელსაც შემდეგ აშშ-სთან განიხილავს.

„დღევანდელი მოლაპარაკებები ორიენტირებული იქნება იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია ერთად მივაღწიოთ სამართლიან, გრძელვადიან მშვიდობს და როგორ დავუჭიროთ მხარი უკრაინას, რადგან მაშინაც კი, როცა რუსეთი მშვიდობაზე საუბრობს, აგრძელებს დაუნდობელ აგრესიას“.

კირ სტარმერმა ასევე თქვა, რომ ესაუბრა ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერებს და „ცხადია, ისინიც არიან ამ დისკუსიის ნაწილი”.

მოგვიანებით BBC-იმ გაავრცელა ფოტო, რომელშიც ჩანს, რომ სტარმერი ონლაინ ელაპარაკება ბალტიის ქვეყნების ლიდერებს. მედიის ცნობით, ბრიტანეთის პრემერმა მათ ბოდიში მოუხადა, რომ სამიტზე არ მიიწვია.

BBC წერს, რომ სამიტის დეტალები უცნობია — შეხვედრა სავარაუდოდ რამდენიმე საათს გაგრძელდება. საუბარი კი, დიდი ალბათობით შეეხება სწორედ ევროპის როლს უკრაინაში რუსეთის ომის დასრულებაში, ისევე, როგორც ევროპის ურთიერთობას აშშ-სთან.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კირ სტარმერი პრესკონფერენციას გამართავს.

ცნობილია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი დღესვე შეხვდება მეფე ჩარლზ III-ს.