„ვიცავთ უკრაინას“ - 14 ოქტომბერს თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

პუბლიკა

14 ოქტომბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე უკრაინის მხარდასაჭერად აქცია გაიმართება, რომელიც საერთაშორისო კამპანიის „ვიცავთ უკრაინას“ (Defending Ukraine) ნაწილია.

ხვალ 20:00 საათზე საქართველოში მცხოვრები უკრაინელები და აქტივისტები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბებიან და პატივს მიაგებენ უკრაინის დამცველებს.

„აქციის მონაწილეები თავისუფლების მონუმენტის ირგვლივ დადგებიან „დაცვის წრეში“, თითქოს იცავენ მონუმენტს – თავისუფლების, დემოკრატიისა და თავისუფლების სიმბოლოს“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

აქციის ორგანიზატორები აქტივისტებს, მედიისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს, უკრინელებსა და ყველას, ვინც მხარს უჭერს უკრაინის ბრძოლას ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად იწვევენ.

როგორც აქციის ორგანიზატორები წერენ, 14 ოქტომბერი არის დღე, როდესაც უკრაინელები აღნიშნავენ ერთდროულად სამ დღესასწაულს: უკრაინის დამცველთა დღეს, უკრაინელი კაზაკების დღეს და ღვთისმშობლის შუამავლობის დღესასწაულს.

„თითოეულ მონაწილეს შეუძლია ხელში ეჭიროს პლაკატი, რომელზეც აწერია: „როგორც ჩვენ ვიცავთ თავისუფლების ძეგლს, ისე მამაცი უკრაინის დამცველები და გმირები იცავენ ცივილიზებულ სამყაროს ტერორისტული რუსეთისგან ყოველდღე“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

LB loan image desktop LB loan image mobile