ვიდეო ► საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი მესამე ადგილზე გავიდა

პუბლიკა

2022 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული საფრანგეთის წარმომადგენელი გახდა. მან 203 ქულა მიიღო.

მეორე ადგილზე სომხეთის წარმომადგენელი 180 ქულით გავიდა, საქართველოს წარმომადგენელი მარიამ ბიგვავა კი 161 ქულით მესამე ადგილზე.

2022 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს სომხეთმა უმასპინძლა. ქართველი კონკურსანტი მერვე ნომრად გამოვიდა. საბავშვო ევროვიზიის კონკურსში 16 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.