ვიდეო | „გუმათჰესთან პოლიციას გზა აქვს გადაკეტილი და რიონის ხეობაში არ გვიშვებენ" - მოქალაქე

პუბლიკა

მოქალაქე ალექსანდრე პაიკიძე facebook-ჩართვისას აცხადებს, რომ პოლიციას გუმათჰესის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი აქვს და მათ რიონის ხეობაში არ უშვებს. მისივე ინფორმაციით, ჰესის საპროექტო ტერიტორიასთან მისასვლელი გზა გადაკეტილია როგორც ქუთაისიდან, ასევე სხვა მხრიდანაც.

დღეს ნამახვანჰესის ინვესტორმა კომპნიამ ENKA-მ სამუშაოები განაახლა. მოსახლეობა სამუშაოების განახლებას აპროტესტებს, ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც. მათი მხარდამჭერები აცხადებენ, რომ სურს, შეუერთდნენ ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტს, თუმცა ამის საშუალება არ ეძლევათ.

ადგილზე იმყოფება სახალხო დამცველის წარმომადგენელი. მისი თქმით, აპარატი მოგვიანებით გააკეთებს ამ საკითხთან დაკაშვირებით კომენტარს.

ვრცელდება ინფორმაცია დაკავებულის შესახებაც. ასევე იმაზე, რომ გართულებულია ინტერნეტ-კავშირი.

„პუბლიკა” ცდილობს დაუკავშირდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავებულების, გზის გადაკეტვის შესახებ ინფორმაციის მისაღებად. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

განახლება:

სოფელ ნამოხვანში ორი პირია დაკავებული – შსს

უსაფრთხოების მიზნით, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება დროებით იზღუდება – შსს