დღეიდან ANDROID და iOS სისტემის მობილური ტელეფონების მქონე საქართველოს მოქალაქეებს კორონავირუსის პრევენციისთვის გამოსაყენებელი აპლიკაციით – STOP COVID-ით სარგებლობა შეეძლებათ. აპლიკაციის ჩამოტვირთვა და დაინსტალირება უკვე შესაძლებელია.
მობილური აპლიკაციის პრეზენტაცია ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ გამართა.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აპლიკაცია, რომელიც წარმატებით იქნა გამოყენებული, როგორც სამხრეთ კორეის, ასევე იაპონიის მხრიდან და ამ ქვეყნების მაგალითი ნამდვილად არის უპრეცედენტო მაჩვენებლებით.
დღეიდან ჩვენს მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ, ებრძოლონ და ღონისძიებები გაატარონ კორონავირუსის პრევენციის მხრივ. ეს აპლიკაცია არის ევროპულ კანონმდებლობაზე დაყრდნობით შექმნილი და სრულიად იცავს პერსონალურ ინფორმაციას, საშუალებას იძლევა, გავუფრთხილდეთ როგორც საკუთარ ჯანმრთელობას, ასევე მოვახდინოთ ახლობლებისა და კონტაქტების ინფორმირება ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რაც ჯაჭვის მობილიზებას მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს”, – განაცხადა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
თქვენი პერსონალური მონაცემების დაცულობისთვის, ყურადღებით გაიცანით, ინსტალაციის დროს რა ინფორმაციაზე წვდომას გთხოვთ აპლიკაცია.
პეროსნალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიშის მიხედვით, ყველაზე ხშირად პერსონალური მონაცემების შეგროვება, შენახვა და შემდგომი გამოყენება
ხდება მონაცემთა სუბიექტის თანხმობის საფუძველზე. თანხმობას წარმოადგენს ვებგვერდზე რეგისტრაციისას მომხმარებლის მიერ სპეციალური ველის მონიშვნა, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია მომხმარებლის პერსონალურ მონაცემთა გამოყენების წესების შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ ინტერნეტ მომხმარებლები მათ შესახებ ინფორმაციის დამუშავებაზე თანხმობის გამოხატვამდე გაეცნონ ინფორმაციას ინტერნეტ მომსახურების გამწევის მიერ მონაცემთა დამუშავების წესების შესახებ, რომელიც, როგორც წესი, მოცემულია კონფიდენციალურობის შესახებ განაცხადში (Privacy Policy).
2018 წლის 25 მაისს ძალაში შევიდა ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია, რომელიც ამკვიდრებს ისეთ ახალ პრინციპებს, როგორიცაა მონაცემთა დამმუშავებელი ორგანიზაციების ანგარიშვალდებულება, მონაცემთა პორტირება, მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევის შეტყობინების ვალდებულება და სხვა. რეგულაციის პირობებს სრულად გაეცანით ბმულზე.
როგორ გადმოვტვირთოთ და ვისარგებლოთ აპლიკაციით, გაეცანით მთავრობის მიერ მომზადებულ ინფოგრაფიკას:
https://www.facebook.com/GeorgianGovernment/videos/221877105754374/?__xts__[0]=68.ARDECoBaZDC25JpUuCCLnP4XBJq_Jefj1ftYUBs71iR07I1epDQ5sli1jSa64XXZ-p6gHAiHKsiqyEddfxvbxbD-8Pj30WqvZ1LUZF-Mbp3jHV6wzxwxIsQn3DUl9pUpXE9b_R4l7Lig0Al02ojOLcj7mwCETAR8iGJEt19x0INwRe7umffwJdPO2yzpvx1f5RPXIokFIdg96LFpJfxdJ8CvXAu4-npxpE0ZBkd-vSZDsdEaorGiyrvbjouauFlcB_HTtNiPgscQIyYBv1CtbgCJiJjKiem-rDXSsdTw7f4n2z2fiC_eWOCBHqKlB8WxrD6NMR4C1GwEgtLSTR38lNnASmBnowzMWIs&__tn__=-R