ვიდეო | როგორ უნდა ჩამოტვირთოთ და ისარგებლოთ STOP COVID აპლიკაციით

პუბლიკა

დღეიდან ANDROID და iOS სისტემის მობილური ტელეფონების მქონე საქართველოს მოქალაქეებს კორონავირუსის პრევენციისთვის გამოსაყენებელი აპლიკაციით – STOP COVID-ით სარგებლობა შეეძლებათ. აპლიკაციის ჩამოტვირთვა და დაინსტალირება უკვე შესაძლებელია.

მობილური აპლიკაციის პრეზენტაცია ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ გამართა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აპლიკაცია, რომელიც წარმატებით იქნა გამოყენებული, როგორც სამხრეთ კორეის, ასევე იაპონიის მხრიდან და ამ ქვეყნების მაგალითი ნამდვილად არის უპრეცედენტო მაჩვენებლებით.

დღეიდან ჩვენს მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ, ებრძოლონ და ღონისძიებები გაატარონ კორონავირუსის პრევენციის მხრივ. ეს აპლიკაცია არის ევროპულ კანონმდებლობაზე დაყრდნობით შექმნილი და სრულიად იცავს პერსონალურ ინფორმაციას, საშუალებას იძლევა, გავუფრთხილდეთ როგორც საკუთარ ჯანმრთელობას, ასევე მოვახდინოთ ახლობლებისა და კონტაქტების ინფორმირება ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რაც ჯაჭვის მობილიზებას მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს”, – განაცხადა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

თქვენი პერსონალური მონაცემების დაცულობისთვის, ყურადღებით გაიცანით, ინსტალაციის დროს რა ინფორმაციაზე წვდომას გთხოვთ აპლიკაცია.

პეროსნალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიშის მიხედვით, ყველაზე ხშირად პერსონალური მონაცემების შეგროვება, შენახვა და შემდგომი გამოყენება
ხდება მონაცემთა სუბიექტის თანხმობის საფუძველზე. თანხმობას წარმოადგენს ვებგვერდზე რეგისტრაციისას მომხმარებლის მიერ სპეციალური ველის მონიშვნა, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია მომხმარებლის პერსონალურ მონაცემთა გამოყენების წესების შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ ინტერნეტ მომხმარებლები მათ შესახებ ინფორმაციის დამუშავებაზე თანხმობის გამოხატვამდე გაეცნონ ინფორმაციას ინტერნეტ მომსახურების გამწევის მიერ მონაცემთა დამუშავების წესების შესახებ, რომელიც, როგორც წესი, მოცემულია კონფიდენციალურობის შესახებ განაცხადში (Privacy Policy).

2018 წლის 25 მაისს ძალაში შევიდა ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია, რომელიც ამკვიდრებს ისეთ ახალ პრინციპებს, როგორიცაა მონაცემთა დამმუშავებელი ორგანიზაციების ანგარიშვალდებულება, მონაცემთა პორტირება, მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევის შეტყობინების ვალდებულება და სხვა. რეგულაციის პირობებს სრულად გაეცანით ბმულზე.

 

როგორ გადმოვტვირთოთ და ვისარგებლოთ აპლიკაციით, გაეცანით მთავრობის მიერ მომზადებულ ინფოგრაფიკას:

აპლიკაცია STOP COVID

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით ინოვაციური აპლიკაცია STOP COVID შეიქმნა, რომლის მიზანი Covid-19-ის ადრეული გამოვლენა და პრევენციააSTOP COVID აპლიკაცია იძლევა საშუალებას შევაკავოთ ვირუსის გავრცელება კონტაქტირებული პირების დროული ინფორმირებით. აპლიკაცია შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებს გაიგოს თუ იმყოფებოდა კონტაქტში COVID 19-ით ინფიცირებულ პირთან. ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით ინოვაციური აპლიკაცია ხელმისაწვდომია iOS-ისა და ანდროიდის მომხმარებლებისთვის. აპლიკაციის გადმოსაწერად iOS-ის მომხმარებელმა App Store-ზე უნდა ჩაწერონ STOP COVID, ხოლო ანდროიდის მფლობელებს, მისი გადმოწერა Google Play-დან შეეძლებათ NOVID20-ის დასახელებით. დამატებით გადმოსაწერი ლინკები განთავსებულია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე www.moh.ge და ასევე მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე www.stopcov.geაპლიკაცია გადმოწერისა და დაინსტალირების შემდეგ რეგისტაციას არ მოითხოვს. შესაბამისად მომხმარებელი არ უთითებს პირად ინფორმაციას. აპლიკაცია თითოეული მომხმარებლისთვის ქმნის უნიკალურ ID-ს, რომლის მეშვეობითაც განსაზღვრავს სოციალურ კონტაქტებს. ყველა მონაცემი ინახება მობილურ ტელეფონში, ლოკალურად, კოდირების მძლავრი სისტემის გამოყენებით. მომხმარებლებს აქვთ სრული კონტროლი თავიანთ მონაცემებზე და თავად შეუძლიათ გადაწყვიტონ როდის და რა ინფორმაციის გამჟღავნება სურთ. სისტემა განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს პერსონალური მონაცემთა დაცვის ევროპულ კანონმდებლობასთან თანხვედრას.იმის დასადგენად თუ რომელი სმარტფონები, იმყოფებოდნენ ერთმანეთთან სიახლოვეში გამოიყენება Bluetooth, GPS და სხვა ტექნოლოგიები. აპლიკაციის მომხმარებლებს შორის ინტერაქციის შესახებ ინფორმაცია – კონტაქტის თარიღი, გარკვეული ხანგრძლივობისა (15 წუთზე მეტი) და დისტანციის მქონე შემთხვევები (2 მეტრზე ნაკლები), დაშიფრული სახით, ინახება ადგილობრივად, ორივე მომხმარებლის აპლიკაციაში. თუ რომელიმე ადამიანს დაუდასტურდება COVID-19, ის პირები, რომელთაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კონტაქტი ჰქონდათ აღნიშნულ დადასტურებულ შემთხვევასთან, აპლიკაციის საშუალებით, მიიღებენ გაფრთხილებას, ინსტრუქციით – დარჩნენ თვითიზოლაციაში და დაუყოვნებლივ მიმართონ შესაბამის ორგანოებს.აპლიკაცია ავსტრიულმა კომპანიამ შეიმუშავა და ლიცენზიის საფასურის გადახდის გარეშე, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობისთვის ხელმისაწვდომი გახადა. მოხდა აპლიკაციის სრულ შესაბამისობაში მოყვანა ქართულ რეალობასა და კანონმდებლობასთან.აპლიკაციის მსგავსი მოდელი, უკვე წარმატებით დანერგა და გამოიყენა არაერთმა ქვეყანამ, მათ შორისაა იაპონია, სამხრეთ კორეა, სინგაპური და სხვა.აპლიკაციის გადმოწერა ანდროიდის მომხმარებლებისთვის შესაძლებელია ბმულიდან – https://bit.ly/3bkYphXiOS ის მომხმარებლებს აპლიკაციის გადმოწერა შეუძლიათ – https://apple.co/2V92MXw#StopCoV #COVID19

Posted by საქართველოს მთავრობა on ხუთშაბათი, 16 აპრილი, 2020