ვიდეო | თბილისის ზოოპარკში ჟირაფები ბინადრობდნენ – 1962 წლის კადრები

პუბლიკა

საქართველოს ეროვნული არქივი აქვეყნებს კადრებს, რომელზეც ჩანს, რომ თბილისის ზოოპარკში ჟირაფები – ბობი და ნე ცხოვრობდნენ.

1962 წლის კადრები რეჟისორ გივი მონავარდიშვილს ეკუთვნის.

კადრები დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.

ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ ვიდეო არ უნახავს, თუმცა ნანახი აქვს ფოტოსურათი, რომელიც ამ პერიოდით არის დათარიღებული. როგორც გურიელიძე ამბობს, მისი ინფორმაციით, ჟირაფები 1961 წელს ჩამოიყვანეს, მაგრამ ისინი რამდენიმე თვეში დაიხოცნენ.

„რაც ზუსტად ვიცით, არის ის, რომ 1978 წლიდან თბილისის ზოოპარკს ჟირაფები არ ჰყოლია“, – ამბობს გურიელიძე.