► „დღეს ნათესავისგან წამოვიღე 3 ცალი კარტოფილი და ის ვაჭამე დედას. მათაც სოციალურით იყიდეს და მე მომცეს ისიც. ამას ცხოვრება არ ჰქვია“, _ ამბობს 45 წლის ლელა სიფრაშვილი.
► ის მოხუც, მწოლიარე დედასთან და შვილთან ერთად ნაქირავებ ბინაში, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ლელა ერთ-ერთ რესტორანში ჭურჭლის მრეცხავად მუშაობდა, მაგრამ თანამშრომლად ოფიციალურად გაფორმებული არ ყოფილა. რესტორანი რამდენიმე თვის წინ დაიხურა.
►სამსახური დაკარგა ლელას შვილმაც, რომელიც ელიავას ბაზრობაზე მუშად იყო დასაქმებული. ამჟამად ოჯახის ერთადერთი შემოსავალი მოხუცი დედის პენსიაა, რომლითაც ბინის ქირას ძლივს იხდიან. არც ლელას და არც მის შვილს სამსახურის დაკარგვის შემდეგ კომპენსაცია არ აუღიათ, რადგან საჭირო დოკუმენტები ვერ წარადგინეს.
———————————————————————————————–
გამოცემულია ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.