ანდრო წიგნების გადარჩენას ცდილობს

მინდია გაბაძე

ფილოლოგმა ანდრო ბედუკაძემ მუხათგვერდში, მამაპაპისეული სახლი წიგნების საცავად აქცია. ის და მისი ოჯახი უკვე რამდენიმე წელია სახლის გვერდით ბიბლიოთეკის აშენებას და ბავშვობიდან ნაგროვები წიგნების მკითხველამდე მიიტანას გეგმავდნენ.

სანამ ბიბლიოთეკის ასაშენებლად საკმარის რესურსი თავს მოიყრიდა, წიგნების საცავად ქცეული სახლი წვიმამ დააზიანა, კედლები ჩამოინგრა და ახლა 50 ათასამდე წიგნი განადგურების საფრთხის წინაშეა.

უკვე შექმილია კამპანიის Facebook-გვერდი ანდროს წიგნების გადარჩენისა და ბიბლიოთეკის აშენებისთვის. ფინანსური დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა ანგარიშის ნომერზე GE23BG0000000525773085 შეუძლიათ (მიმღები: Andro Bedukadze).