ფრიდონ ბუბუტეიშვილის საქმე

რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე კიდევ ერთი დაკავებული 20 წლის ფრიდონ ბუბუტეიშვილია. მას 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. პროკურატურა ბუბუტეიშვილს პარლამენტის ჭიშკრის დაზიანებას ედავება, რამაც 500 ლარის ზიანი გამოიწვია. ასევე, მეხანძრე-მაშველისთვის ქვის სროლას, რომელიც მას მარცხენა მხარში მოხვდა.