ღამის კლუბები და პანდემია

⭕️ კლუბ BASSIANI-ის თანადამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი და კლუბის თანამშრომელი ბექა ჭინჭარაული საუბრობენ პანდემიით გამოწვეულ მძიმე კრიზისზე, რომელიც ქართულ საკლუბო სექტორს და ათასობით დასაქმებულს შეეხო.
⭕️ საქართველოს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა არაერთი ღამის კლუბი დააჯარიმა 10 ათასი ლარით, ბევრ მათგანს დაადეს ყადაღა ან ინკასო, ანაზღაურების გარეშეა დარჩენილი ამ სფეროში მომუშავე ათასობით ადამიანი. ღამის კლუბების წარმომადგენლები შიშობენ, რომ თუკი სახელმწიფო მათ ამ კრიზისის დაძლევაში არ დაეხმარება, ქვეყნის საკლუბო კულტურა წარსულს ჩაბარდება.
____________________________________________________
ვიდეო მომზადებულია ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.