გიორგი ცხვედიანი – 21 წლის კურიერის ამბავი

21 წლის გიორგი ცხვედიანმა ფეხი 5 წლის წინ დაკარგა. ის ახლა პროთეზით კურიერად მუშაობს. ამბობს, რომ მუშაობის დაწყება 18 წლიდან სურდა, თუმცა შშმ პირის დასაქმებისგან ყველა თავს იკავებდაო.

ბოლოს მეგობრის მსგავსად მუშაობის დაწყება მიტანის სერვისში გადაწყვიტა და ამისთვის ველოსიპედი შეიძინა. რამდენიმე დღეში უკვე კარგად შეძლო პროთეზით ველოსიპედის მართვა, თუმცა, როგორც ამბობს, ფიზიკური სირთულის გამო, შეკვეთებს ახლო მანძილზე იღებს. პროთეზის გამო წელი ეტვირთება, რის გამოც დაზოგვითი რეჟიმით მუშაობს.

მისი ვიდეო თავდაპირველად TikTok-ზე გიორგი ტამოიანმა გაავრცელა. ისიც კურიერად მუშაობს და რომ დავინახე, ბიჭი ველოსიპედზე ფეხის პროთეზით მუშაობდა, ჩემთვის ძალიან ემოციური მომენტი იყოო, ამბობს.

მის ვიდეოს საზოგადოებაში ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა – „10 საათში 300 000-მდე ნახვა ჰქონდა“. ამბობენ, რომ ერთმანეთი მეორე დღესვე გაიცნეს და უკვე ძალიან ახლო მეგობრები გახდნენ.

ვიდეოზე მუშაობის პროცესში კი დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ გიორგის მოპედი იუთუბერმა ნიკა აბაშიძემ შეუძინა.