ინკლუზიური ჰუმანიტარული რეაგირება უკრაინელ ლტოლვილთა შორის შშმ პირთა საჭიროებებზე

პუბლიკა
„გაეროს შშმ პირთა პარტნიორობამ მათი უფლებებისთვის“ მოლდოვასა და საქართველოში დააინიცირა პროექტი, რომლის ფარგლებშიც გაიმართა შეხვედრები მოხალისეებთან და შემუშავდა შშმ ქალთა და ლტოლვილთა მიმართ ძალადობის იდენტიფიცირებისა და რეაგირების შესახებ სტანდარტული ოპერაციული პროცედურა.
პროექტში ჩართულია გაეროს რამდენიმე სააგენტო. ამოქმედდა სამუშაო ჯგუფი „გენდერული ნიშნით ძალადობა გადაუდებელ მდგომარეობაში“ საკითხებზე, სადაც როგორც საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციები, ისე სამთავრობო უწყებები არიან ჩართული.