მარტის აქციების 21 წლის მონაწილეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება

მარტის საპროტესტო აქციების 21 წლის მონაწილეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

თორნიკე აკოფაშვილი ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში საქართველოს თავდაცვაში მსახურობდა. ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში 10 თვის განმავლობაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა. მანამდე, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერებას სწავლობდა. თორნიკე პაროდისტიცაა.

აკოფაშვილს გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება (353-ე პრიმა მუხლი). მისი თქმით, ერთადერთი მტკიცებულება, რაც საქმეში არსებობს, ვიდეოჩანაწერია, რომელზეც აღბეჭდილია როგორ ურტყამს სპეცრაზმელს ფარზე ქუჩაში ნაპოვნ რეზინს ყურადღების გადატანის მიზნით.

როგორც თორნიკე იხსენებს, ის 8 მარტს ძალადობრივად დააკავეს სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა პოლიციელებმა, შემდეგ კი 3000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გირაოს თანხის გადასახდელად თორნიკე მეგობრებს მხარდაჭერას სთხოვს: #GE46BG0000000499300983 მიმღები: თორნიკე აკოფაშვილი.

თორნიკე აკოფაშვილის სასამართლო პროცესი 1 მაისს არის დანიშნული.