რატომ უნდა გაუქმდეს ლიცენზია

პუბლიკა

რატომ უნდა გაუქმდეს ლიცენზია? რას ამბობს რიონის ხეობის მოსახლეობა.

„ჩვენ ვითხოვთ ლიცენზიის გაუქმებას, რადგან არასწორია 49 წლით ერთი კაცის საკუთრებაში იყოს 105 000 ჰექტარი ტყე, ვინც არ უნდა იყოს ის.

საინვესტიციო ვალდებულებაში წერია, რომ 5 მილიონი ლარი უნდა დახარჯონ და გვეუბნებიან, განვითარება არ გინდათო. განვითარებას ეძახიან ამას, 5 მილიონის ინვესტიციას?! 11 ლარი უწევს ერთ ჰექტარ ტყეზე, უნიკალურ ტყეზე.

ჩვენთვის, იქ მცხოვრები ხალხისთვის პრობლემაა, ანტისახელმწიფოებრივად განკარგული რესურსის მუდმივად დევნა. ეს იქნება ჰესების სახით, ტყის, მიწის, მდინარის თუ სხვადასხვა ბუნებრივი რესურსის სახით.

ჩვენ თუ არ გამოვავლინეთ ეს კორუფციული შინაარსი, საზოგადოებამ თუ არ გაიგო ეს, რთული იქნება სხვა ბრძოლების წარმოება და ბმის მოძებნა ყველა იმ პროცესში, თუ როგორ განიკარგება სახელმწიფო რესურსი.

მარტო რაჭის ტყე კი არა, ბევრი რამ გვაქვს სალაპარაკო. აქ ბევრი ხალხია, ჭიათურლებიც აქ იდგნენ და ბევრი სხვა.“